logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: ვმუშაობთ გარკვეულ ღონისძიებებზე, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანთა რაოდენობა შეიზღუდოს
- +

7 ნოემბერი. 2020. 14:35

 

 

„თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ვმუშაობთ, რომ გატარდეს გარკვეული ღონისძიებები და უშუალოდ მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანთა რაოდენობა შეიზღუდოს“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღის საათებში მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა, ან გადააადგილება იქნება შეზღუდული.

 

„თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ვმუშაობთ, რომ გატარდეს გარკვეული ღონისძიებები და უშუალოდ მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანთა რაოდენობა შეიზღუდოს, თუმცა, მინდა აღვნიშნო - ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღის საათებში მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა ან გადააადგილება იქნება შეზღუდული, ჩვენ ვსაუბრობთ უშუალოდ სატრანსპორტო საშუალებებში ნაკლები ადამიანების გადააადგილებაზე“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 54 852 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 37 773-ს შეადგენს. სულ კორონავირუსით გარდაიცვალა 441 მოქალაქე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner