logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები საოლქო კომისიების თავმჯდომარეებს რეპრესიებით ემუქრებოდნენ
- +

7 ნოემბერი. 2020. 15:37

 

 

„ჩვენი ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით რეპრესიებით ემუქრებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი ზეწოლის შემთხვევა მოხდა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა“, - ამის შესახებ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

 

„სამწუხაროდ, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი, რომელიც ამ სამსახურში 2006 წლიდან მუშაობდა. ჩვენი ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით რეპრესიებით ემუქრებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი ზეწოლის შემთხვევა მოხდა თედო გობეჯიშვილის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner