„ჩვენი ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით რეპრესიებით ემუქრებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი ზეწოლის შემთხვევა მოხდა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა“, - ამის შესახებ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი, რომელიც ამ სამსახურში 2006 წლიდან მუშაობდა. ჩვენი ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით რეპრესიებით ემუქრებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი ზეწოლის შემთხვევა მოხდა თედო გობეჯიშვილის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.