logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: ჩანაწერებმა დაადასტურა, რომ მათი მიზნები და საშუალებები დესტრუქციული, უკანონო და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულია
- +

7 ნოემბერი. 2020. 16:13

 

 

„სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ უკრაინული მედიით გავრცელებულმა ჩანაწერებმა დაადასტურა, რომ მათი მიზნები და საშუალებები დესტრუქციული, უკანონო და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულია“, - ამის შესახებ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა გიორგი ხელაშვილმა, იმ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან საუბრისას სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შესახებ ინსტრუქციებს ათანხმებს.

 

„ამის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არსებობდა. ამაზე „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ მიუთითა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს უშუალოდ პირველი პირებისგან მოვისმინეთ“ - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

შეგახსენებთ, უკრაინული გამოცემა  Obozrevatel.com  აქვეყნებს ორ აუდიოჩანაწერს, საიდანაც ერთზე, მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიასა და გუბაზ სანიკიძის საუბარია, ხოლო მეორეზე - „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილისა და უცნობი პირის საუბარი. უკრაინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, საუბრები ეხება ხელისუფლების ძალადობრივი გზის შეცვლასა და საქართველოში არეულობის ორგანიზების გეგმას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner