ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი, გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მე მიყვარს ტიმურ ალასანიას ფარული ჩანაწერების მოსმენა!
მასში ყოველთვის იგრძნობა ექსპრესია, განსაკუთრებული ხელწერა, დამაჯერებლობა და გამჭვირვალობა.
მეტიც, ტიმურის საუბარში აშკარად იკვეთება რომანტიზმი მოლეკულური რხევების ფონზე, რომელიც თავის მხრივ ქმნის გენეტიკურ ფუნქციურ პროდუქტს.
ტიმურის ემოციური საუბარი მოგაგონებთ პოლიპეპტიდის უსასრულო ჭაჭვს, საიდანაც გამოსჭვივის ინფორმაციული სიმწიფე და ამინომჟავური თანმიმდევრობა.
მოკლედ, უფრო ლაკონურად რომ გითხრათ, ვგიჟდები ამ კეთილმო…ლის მოლეკულურ იდეებზე!“ - წერს გელა ზედელაშვილი.