logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ვგიჟდები ამ კეთილმ@@@ლი ტიმურ ალასანიას მოლეკულურ იდეებზე!
- +

7 ნოემბერი. 2020. 16:48

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი, გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„მე მიყვარს ტიმურ ალასანიას ფარული ჩანაწერების მოსმენა!

 

მასში ყოველთვის იგრძნობა ექსპრესია, განსაკუთრებული ხელწერა, დამაჯერებლობა და გამჭვირვალობა.

 

მეტიც, ტიმურის საუბარში აშკარად იკვეთება რომანტიზმი მოლეკულური რხევების ფონზე, რომელიც თავის მხრივ ქმნის გენეტიკურ ფუნქციურ პროდუქტს.

 

ტიმურის ემოციური საუბარი მოგაგონებთ პოლიპეპტიდის უსასრულო ჭაჭვს, საიდანაც გამოსჭვივის ინფორმაციული სიმწიფე და ამინომჟავური თანმიმდევრობა.

 

მოკლედ, უფრო ლაკონურად რომ გითხრათ, ვგიჟდები ამ კეთილმოლის მოლეკულურ იდეებზე!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner