საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს „უკეთესი მომავლის მხარდაჭერისთვის“ კონგრესმენ ჯო უილსონს მადლობას უხდის.
„დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენი ხალხისთვის წარმატების მიღწევის გზაზე, ყველა გამოწვევის დაძლევაში დაგვეხმარება. ჩვენ განვაგრძობთ აშშ-სთან თანამშრომლობას დემოკრატიის გასაძლიერებლად“, - აღნიშნავს გიორგი გახარია.
კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებით, გლობალური პანდემიის პირობებში თავისუფალ და სამართლიან გარემოში უსაფრთხო, მაღალი აქტივობის, კონკურენტული არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანი მიღწევაა.