არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე „კვირა“ საერთაშორისო კრიმინალის ექსპერტს, დავით ზვიადაურს დაუკავშირდა, რომელმაც არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დააანონსა. არჩევნების დღეს ოპოზიციამ პერმანენტული აქციები დაგეგმა, რაც საერთაშორისო ექსპერტების მხრიან ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექნის მცდელობად შეფასდა. „კვირა“ ხელმეორედ დაუკავშირდა დავით ზვიადაურს.
– რის საფუძველზე აცხადებდით არჩევნებამდე 1 კვირით ადრე, რომ საქართველოში მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება, ოპოზიცია ხომ ამას დღემდე უარყოფს?
– სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ვერსიას ოპოზიციის მხრიდან დიდი ხანია ვამტკიცებ. კერძოდ, 2019 წლის მარტის თვიდან არაერთხელ გავაფრთხილე სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომ ქვეყანაში შემოედინებოდა დიდძალი ქეში, იმისათვის რომ მომზადებულიყო სამხედრო გადატრიალება. კონკრეტულად ურთიერთობა მქონდა გიორგი უდესიანთან და დავით კეზერაშვილთან, რომლებიც ამ დანაშაულებრივი ფინანასების ქართველი გამტარები იყვნენ. იარაღის და ნარკოტიკის უკანონო ვაჭრობის საშუალებით მათ მოახერხეს, დაახლოებით, 400 მილიონი აშშ დოლარის გენერირება იმისათვის, რომ მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება. 2019 წლის აპრილის ბოლოს უკვე ცნობილი იყო, რომ ამ ფულის დიდი ნაწილი უნდა მიმართულიყო სახელმწიფო გადატრიალებისკენ. ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა მიხეილ სააკაშვილი და გრუ-ს გენერალი – თემურ ალასანია. ეს ფული გადანაწილდა არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობაზე და მის ანასხლეტ პოლიტიკურ პარტიებზე, დიდი კაპიტალდაბანდება მოხდა არასამთავრობო სექტორში და ოპოზიციურ ტელევიზიებშიც. იმ ფულს, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ „უმმას“ მთავარი იარაღის გადამანაწილებლის დაუდ იბრაჰიმისგან მოდიოდა, რომელიც ამჟამად, დუბაიში იმყოფება, ყველა ის წამყვანი აქტივისტი და კოორდინატორი იღებდა, მაგალითად, ყოფილი ნაცი ზონდერები, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ. ახლადშექმნილ ტელეარხებზეც მოხდა დიდძალი ფულის გადანაწილება, რომელიც მთლიანად უნდა მოხმარებოდა მმართველი პარტიის დისკრედიტაციას და საბოლოოდ, მათ ხელისუფლებიდან ჩამოშორებას.
– 2020 წლის ოქტომბრისთვის უკვე 2019 წლის მაისიდან ემზადებოდნენ?
- ყველაფერი ასე მარტივად არ არის. 2020 წლის 31 ოქტომბერი და მისი შემდგომი თვე იყო უკანასკნელი დედლაინი, რომელიც ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას მისმა დამფინანსებელმა ძალამ მისცა. თუმცა, 2019 წლის 20 ივნისს გამოჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ ყველაფერი ვადაზე ადრე განხორციელებულიყო და სწორედ ამიტომაც მოხდა პარლამენტში შეჭრის მცდელობა. ამ დროს „ნაციონალური მოძრაობისა“ და დაუდ იბრაჰიმის ჯგუფებმა საკმაოდ ძლიერად შეუტიეს ხელისუფლებას და თვით სააკაშვილის სიტყვებით მათ “ცოტა დააკლდათ”, მაგრამ იმ დროისათვის, ხელისუფლების ძალადობრივი გადაგდება მაინც ვერ შეძლეს. მოხდა ისე, რომ ოპოზიციის გეგმა ჩაიშალა. თუმცა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები მას შემდეგაც გაგრძელდა. იყო ხელშემშლელი პირობებიც: ევროპული სახელმწიფოების და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიების აქტიური ჩარევა წინასაარჩევნო მოლაპარაკებების პროცესში და „კოვიდ19“-ის პანდემიის გავრცელება მთელ მსოფლიოში. ეს ორი მოვლენა რომ არ ყოფილიყო, ჩვენ გადატრიალების მცდელობას გაცილებით ადრე ვიხილავდით, ვიდრე 2020 წლის 31 ოქტომბერს. ამ გეგმაში აქტიურად იყო ჩარეული თემურ ალასანია და მისი მეგობარი – კოტე კემულარია, რომელიც ადგილზე ხელმძღვანელობდა აჯანყებისათვის მომზადებას. რუსეთში კემულარიას და ალასანიას ეგრეთ წოდებული „კრიშა“ გახლდათ პატრუშევი, რომელიც მუდმივად ინარჩუნებდა კავშირს ქართველ „აჯანყებულებთან“. გადატრიალების მცდელობა უკვე დიდი ხანია მუშავდება, უბრალოდ არჩევნები ამის საუკეთესო მიზეზი შეიძლება ყოფილიყო.
- რა მოხდება 8 ნოემბერს?
- 8 ნოემბერს ყველანაირი პროვოკაციაა მოსალოდნელი. საქართველოში უკვე 200-მდე ისლამისტი სნაიპერია ჩამოსული. გარდა ამისა, სრულ მზადყოფნაში არიან ყოფილი ნაცი ზონდერები ბატონი ონიანისა და კუპრავას ხელმძღვანელობით. ეს ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებს მეთაურობენ და გეგმავენ კონკრეტულ პროვოკაციებს თემურ ალასანიასთან და კოტე კემულარიასთან ერთად.
– კემულარია რამდენიმე თვეა გარიცხეს ირაკლი ოქრუაშვილის პარტიიდან და თითქოს ქართულ პოლიტიკაშიც აღარსად ჩანს...
- მე როგორც ვიცი, ოქრუაშვილი არ დათანხმდა შეიარაღებული აჯანყების სცენარს. მოხდა დიდი უთანხმოება მასსა და კემულარიას შორის და სწორედ ამ შეუთანმებლობას მოჰყვა კემულარიას პარტიიდან გარიცხვა. თანაც, ეგრეთ წოდებული „გაერთიანებული ოპოზიცია“ ირაკლი ოქრუაშვილს მაინცდამაინც არ სწყალობს. მოხდა ისე, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატს უფრო მეტი რესურსი აღმოაჩნდა, ვიდრე ირაკლის. ეს იმას ნიშნავს რომ „აჯანყების ცენტრმა“ კოზირი არ დადო ოქრუაშვილზე. პირიქით, და ახლა ყველაფერს აკეთებენ მის დასასუსტებლად, რადგან ის არ მიემხრო სახელმწიფო გადატრიალების სცენარს. თემურ ალასანიას და კოტე კემულარიას მიერ გაწერილი სცენარი ითვალისწინებს პროვოკაციებს და უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლად წარმოჩენას. ალბათ, ხვდებით, რაზეც არის საუბარი. ეს კი ყველა ოპოზიციური ძალისთვის არ არის მისაღები და აქედან გამომდინარე, აჯანყების მომზადების წრე კიდევ უფრო შევიწროვდა. სააკაშვილი პროცესების მართვაში უშუალოდ უკრაინიდან ერთვება. საქართველოში, ჩემ მიერ ჩამოთვლილი პიროვნებების გარდა, აჯანყების მომზადების ავანგარდშია ნიკა გვარამია და ,,ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ლიდერი. სხვა პარტიების ჩაბმულობა პროვოკაციების დაგეგმვაში, ჩემი ინფორმაციით, მთლიანად შეწყვეტილია. ზოგიერთი მათგანი თავიდანაც არ იცნობდა ამ გეგმას. სააკაშვილი და თემურ ალასანია ბევრს არ ენდობიან. გაითვალისწინეთ, რომ ეს ხალხი სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან და ეს ასეც უნდა იყოს. პროვოკაციის შესახებ მაქსიმუმ 10-მა ადამიანმა იცის, შეიძლება - ნაკლებმაც.
- რა არის იმის მიზეზი, რომ გადატრიალება მაინცდამაინც ახლაა დაგეგმილი?
- მთავარი მიზეზია არჩევნები და დაუდ იბრაჰიმის მიერ მიცემული დედლაინი. თუ მათ ვერ მოახერხეს გადატრიალების მოწყობა ახლა – დიდი შანსია, მათი დაფინანსება 2021 წლის იანვრიდან შეწყდეს და ეს ბიზნესიც სხვებს ჩაუვარდეთ ხელში. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ გადატრიალება საქართველოში სწორედ ახლა და რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.