7 ნოემბრის აქციის მონაწილე დაჩი ცაგურია აცხადებს, რომ დღეს დაკავებულები არ მიჰყავთ ტყეში, არ ცემენ, არ აწამებენ, არ კლავენ, მათი ოჯახის წევრებს არ დევნიან.
ამის შესახებ დაჩი ცაგურიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„დღეს, ჩვენგან განსხვავებით, დაკავებულები არ მიჰყავთ ტყეში, არ სცემენ, არ აწამებენ, არ კლავენ, მათი ოჯახის წევრებს არ დევნიან. ძვალი არ გვაქვს მთელი მათთან დაპირისპირების გამო. ხომ არ ვამბობ, გაზეთში წავიკითხე - პირადად ვიყავი წამების მსხვერპლი არაერთხელ. 34-ჯერ ვიყავი დაკავებული და არც ერთი დაკავება არ დასრულებულა ცემის და წამების გარეშე. მარტო მე არ ვიყავი ასე. თუ ვინმე იმ სისტემაში მოხვდებოდა, იზოლატორის კართან უკვე სასტიკად ნაცემი იყავი და იქიდან როგორ გამოხვიდოდი, არავინ იცოდა. ახლა ოპოზიციიდან ძალადობენ. ომში რომ გაძარცვა თავდაცვის მინისტრმა ქვეყანა, იმ ფულით შექმნეს ტელევიზიები და ძალადობენ“, - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.