ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა კახიშვილის „პალიტრანიუსის“ გადაცემაში სტუმრობის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს და შემდეგ პოსტს წერს:
„ყურადღებით წაიკითხეთ, რას ვწერ და ყურადღებით მოუსმინეთ კახიშვილს.
ამავე ტელევიზიასთან ჩართვაში, ნინო ხაჩიძესთან ვიდეობლოგში, სხვა ინტერვიუებში, მკაფიოდ ვთქვი და ვადასტურებ: ხალხის არჩევანი გაკეთებულია, ბიულეტენები და ოქმები ადგილზეა. თუ სამართლებრივი გზა გსურთ, გადათვალეთ ხმები, თუ გინდათ ყველა უბანი დათვალეთ. რა შედეგიც დადგება, იმ შედეგს მივიღებ და იმ შედეგს დავიცავ როგორც ერთი მოქალაქე. ყველა სხვა გზა არის ძალადობა საზოგადოებაზე და მის არჩევანზე.
იშვიათი შემთხვევაა, როცა რომელიმე პოლიტიკოსს, ხელისუფლებიდანაა თუ ოპოზიციიდან, ვეთანხმები ყოველ სიტყვაში. კარგად მოუსმინეთ, ოღონდ ბოლომდე, ვისაც მოსმენის და აღქმის უნარი აქვს“, - წერს ამირან სალუქვაძე.