„მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მხოლოდ სამართლებრივი საკითხების მოგვარებისა და ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ მიულოცავს“, - ამის შესახებ Reuters წერს.
„აშშ-ის არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ დაველოდებით ყველა იურიდიული საკითხის მოგვარებას, არ შემიძლია, მივულოცო ერთ ან მეორე კანდიდატს. მინდა დაველოდო, სანამ საარჩევნო პროცესი დასრულდება“, - განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა გამართულ პრესკონფერენციაზე.