logo_geo
eng_logo
ელდარ გოგოლაძე ФСБ-ს ნომრიანი აგენტია - რატომ ერჩის თემურ ალასანია ბიძინა ივანიშვილს
- +

8 ნოემბერი. 2020. 16:28

 

 

რატომ ერჩის თემურ ალასანია ბიძინა ივანიშვილს? - ინტერვიუ უშიშროების ექს-მაღალჩინოსანთან

 

სიგიზმუნდ კარლოვიჩი საქართველოში უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამად ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტია. ის 1990-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობდა უშიშროების სისტემაში. მოგვიანებით, ის მიხეილ სააკაშვილის რეპრესიების მსხვერპლი გახდა. თუმცა, იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც „ალ-ქაიდას“ ქართულ კავშირებზე ალაპარაკდა. მისი ინფორმაცია საფუძვლად დაედო 2002 წლის წარმატებულ რეიდს პანკისის ხეობაში და სალაფიტების ტრენინგ-კამპის დახურვას.

 

ბოლო დროს ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გამოჩენილმა ელდარ გოგოლაძემ საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა. ,,კვირამ“ ამ კითხვებით ელდარ გოგოლაძის კოლეგასა და დარგის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტს მიმართა.

 

- ბატონო სიგიზმუნდ, ვინ არის ბოლოს და ბოლოს ელდარ გოგოლაძე?

 

- ის არასდროს ყოფილა კგბ-ის ოფიცერი… 90-იანებში გოგოლაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და მივლინებული იყო ოპერატიულ ჯგუფთან ერთად მოსკოვში (მურ-ში), სადაც შექმნილი იყო ეგრეთ წოდებული ქართული განყოფილება. მათი ფუნქცია თუ მოვალეობა იყო, ეკონტროლებინათ ქართული კრიმინალური დაჯგუფებები და „კანონიერი ქურდები“. ამ განყოფილებამ მოსკოვში რამდენიმე წელს იფუნქციონერა, შემდეგ კი იმის გამო დაშალეს, რომ ამ განყოფილების თანამშრომლები თავად გახდნენ კრიმინალები... ეს ადამიანები ვაჭრობდნენ ნარკოტიკებით და ხელს უწყობდნენ ქართველ კრიმინალებს. დაჭერებსა და ციხეს მხოლოდ იმიტომ გადაურჩნენ, რომ მათგან უმეტესობა რუსული სპეცსამსახურების მიერ, ოფიციალურად, აგენტებად იყვნენ „დავერბოვკებული“.

 

- მაშასადამე, ელდარ გოგოლაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრი იყო? მაშინ რა საერთო ჰქონდა მას უშიშროების სამსახურებთან?

 

- ელდარ გოგოლაძეც „დავერბოვკებულთა“ რიცხვში იყო. იგი ФСБ-ს ნომრიანი აგენტი გახდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ (პატრუშევის მოთხოვნითა და პრიმაკოვის ჩაწოდებით), იგი საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. მალე უწყებაში შეიქმნა ახალი სამსახური – სამთავრობო დაცვა. ზუსტად ამ სამსახურს ჩაუდგა სათავეში ელდარ გოგოლაძე. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ საქართველოში, ამ პერიოდში, ყველა ძალოვან სტრუქტურას (თავდაცვის სამინისტროს გარდა) სრულიად აკონტროლებდა რუსეთის გენერალი პატრუშევი.

 

დადგა 1993 წელი. ჩვენი ძალოვნები ამერიკელი სპეცსამსახურების წარმომადგენლების გადმობირებით იყვნენ დაკავებულები. მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: ფრედ ვუდროფმა უარი თქვა გადაბირებაზე. მან მშვენივრად იცოდა, რომ ქართველი ძალოვნების ხელით (ФСБ-ს სასარგებლოდ) იყო გადაბირებული „ცეერუ“-ს არაერთი ჩინოსანი კავკასიის საკითხებში, კერძოდ – ოლდრიჯ ეიმსი, რომელიც, მოგვიანებით, ვაშინგტონში დაიჭირეს. ამ ამბებს მოჰყვა ვუდროფის მკვლელობა. ამ პროცესში გოგოლაძე პირდაპირ ФСБ-ს (და არა ГРУ-ს) ბრძანებას ასრულებდა. ვუდროფის მკვლელობა სრული ფარსით იყო გარემოცული და ეს მაშინვე აშკარა გახდა. სწორედ ამიტომ ჩამოვიდა იმავე ზაფხულს საქართველოში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თავმჯდომარე, რომელიც შევარდნაძეს აეროპორტში შეხვდა.

 

– გოგოლაძე ФСБ-ს კადრი იყო, რომელიც პირდაპირ იყო ჩაბმული ვუდროფის მკვლელობაში?

 

- ამ არსებამ ორი-სამი წელი კიდევ იმუშავა ძალოვნებში. მაგრამ შემდეგ პატრონი შეიცვალა. გიორგაძის გაქცევის შემდეგ, ФСБ-ს  პოზიციები საქართველოში საგრძნობლად შესუსტდა და ელდარ გოგოლაძის ახალი პატრონი ГРУ გახდა. მაგრამ გოგოლაძემ ვერც მათი იმედები გაამართლა და ის 1997 წელს, ვითომდა, პენსიაზე გავიდა, თუმცა, გოგოლაძე ამ პერიოდისთვის იმდენად გასვრილი იყო, რომ სამსახურმა ის „დააკონსერვა“ და „შეინახა“. როდესაც ის ამბობს, შვეიცარიულ ფირმაში ვმუშაობდიო, მაშინ ისიც უნდა თქვას, ვის ეკუთვნოდა ეს ფირმა. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა უკვე სერიოზულად დაიწყო მზადება საქართველოში დასაბრუნებლად, ისევ და ისევ პრიმაკოვის რჩევითა და კარაბელნიკოვის (ГРУ-ს შეფი) დახასიათებით დაინიშნა მისი დაცვის უფროსად. ერთი სიტყვით, რუსებმა ის ისევ გაააქტიურეს.

 

– რაც ბატონმა გოგოლაძემ ივანიშვილის შესახებ თქვა, მართალია?

 

- პირდაპირ რომ ვთქვათ, რაც გოგოლაძე-გვარამიას ინტერვიუში დაიდო, ყველაფერი ტყუილია. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ორივე მხარეს თემურ ალასანია იჯდა და ის ატარებდა ინტერვიუს საკუთარ თავთან. თითქოს, ცნობილი ქართველი, იარაღის გაყიდვის ბარონი თავის თავს ეკითხებოდა და პასუხსაც თავადვე სცემდა. თემურ ალასანიას სტილიც კი დაცული იყო. ყველაფერი, რაც ბიძინა ივანიშვილზე ითქვა, თემურ ალასანიას მონაჩმახია, ის ხომ დეზინფორმაციის მთავარი სპეციალისტია კრემლში. ალასანია და პატრუშევი ჯერ კიდევ ანდროპოვის კაბინეტიდან მოდიან ერთად. ისინი 1970-იანი წლებიდან ერთად მუშაობდნენ იარაღისა და ნარკოტიკების ტრაფიკის თემაზე. „ანგოლა გეიტიც“ მათ ანგარიშზეა, ოღონდ მათ ანგოლაში საქმიანობა ბევრად უფრო ადრე დაიწყეს, ვიდრე ამაზე ბატონი გოგოლაძე საუბრობდა. ყველაფერი 1970-იანი წლებიდან დაწყო, ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის არსებობის დროს. თემურ ალასანიასა და პატრუშევის ერთობლივი ბიზნესის ინტერესებში შედიოდა მთელი აფრიკის კონტინენტი, პერუ, კოლუმბია, ტაილანდი, სირია, 2004 წლიდან კი – საქართველოც. ეს არ არის სრული ჩამონათვალი. არ ვიცი, კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო. მათი მთავარი მოკავშირე და დილერი ბუტი აშშ-მა 2000-იან წლებში დაიჭირა ტაილანდში. თუმცა, მათი ბიზნესი არც ამის შემდეგ შეჩერებულა. დღეს ნიკა გვარამიას ტელევიზიის შემოსავლების ერთი დიდი ნაწილი შემოდის სწორედ პატრუშევ-ალასანიას იარაღის ვაჭრობის ბიზნესიდან. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს – ის, მგონი, ერთადერთი კაცია, რომელიც პატრუშევთან არ მუშაობდა – ეს ფაქტია! მისი ბანკი სხვა უწყებასთან თანამშრომლობდა რუსეთის მთავრობაში. ეს ამბავი ბატონმა გოგოლაძემ კარგად იცის, თუმცა, ამის შესახებ, ცხადია, თემურ ალასანიას მიერ მართულ ტელევიზიაში ვერ ილაპარაკებს. საქმეც ზუსტად ესაა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner