logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: როდესაც მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა დაახლოებით ექვსი ათასი ადამიანის შეკრება მოახერხა, მეტყველებს იმაზე, რომ მოსახლეობას არეულობა და დესტაბილიზაცია არ სურს
- +

8 ნოემბერი. 2020. 17:30

 

 

„როდესაც მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა დაახლოებით მხოლოდ ექვსი ათასი ადამიანის შეკრება მოახერხა, მეტყველებს იმაზე, რომ მოსახლეობას არეულობა და დესტაბილიზაცია არ სურს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის კომენტარისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, შეიკრიბოს, პროტესტის სახით გამოხატოს თავისი მოსაზრება.

 

„ჩვენ პატივს ვცემთ გამოხატვის თავისუფლებას და ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, შეიკრიბოს, პროტესტის სახით გამოხატოს თავისი მოსაზრება. რეალურად ეს ხდება რუსთაველის გამზირზე. თუმცა მეორე მხრივ, თუ შევხედავთ მოსახლეობის რაოდენობას, რომელიც რუსთაველზეა წარმოდგენილი, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს, ჩემი აზრით. მაშინ, როდესაც მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა და კარგად ვიცით, რომ იყო მცდელობები, რაიონებიდან ჩამოეყვანათ ხალხი, მოახერხა მხოლოდ ის, რომ დაახლოებით მხოლოდ ექვსი ათასი ადამიანია შეკრებილი, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს – პირველი ის, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერანაირად ვერ იზიარებს, რომ არჩევნები შეიძლება გაყალბებულიყო და მეორეც ის, რომ არავის საქართველოში არ უნდა არეულობა და დესტაბილიზაცია. ამიტომ ისევ და ისევ, მოვუწოდებთ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს, კი ბატონო, თუ მათ უნდათ რაიმე სახით პროტესტი გამოხატონ, ამის შესაძლებლობა ექნებათ. თუმცა, იმედი მაქვს, ძალიან მალე, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჯერ საარჩევნო რეჟიმს დაუბრუნდებიან და ოდნავ მოგვიანებით, საპარლამენტო ცხოვრებასაც“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner