ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„იმედია ოპოზიციურ პარტიებშიც არის საღად მოაზროვნე ლიდერები და ადამიანები, ვისაც არ მოწონს პოლიციელებზე თავდასხმა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ქვების სროლა და მაკაკასავით ხტუნაობა, ბევრი თავად ყოფილი პოლიციელია და არ შერცხვათ რასაც მათი პარტიიდან ეს ველურები აკეთებდნენ? მართლა მინდა ვკითხო მათ არ შერცხვათ? ის პოლიციელები 24 საათი ქუჩაში არიან, იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას, თან აგინებთ მათ და როცა გიჭირთ პოლიცია გვიშველეო ყივიხართ. ისინიც დგანან ყინვაში თუ სიცხეში, იცავენ სახელმწიფო ობიექტებს, იმათ ოჯახებზე არ გიფიქრიათ? ნუთუ სკამების გამო ყველანაირ პროვოკაციაზე გიღირთ წასვლა, არავის არ მოწონს არც წყლის ჭავლით დარბევა და არც რომელიმე მოქალაქის დაშავება, რა მნიშვნელობა აქვს რომელი მხარეა, არ მომწონს არც მე, მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს მაშინ პოლიცია იქნებ გვითხრათ? იქნებ აცადონ შეეშვათ ცესკოს შენობაში, შეუშვან პარლამენტში, შეუშვან სამინისტროებში, იქნებ ჩვენს სახლებშიც ვაცადოთ შემოვარდნა და ამას მთავრობამ უყუროს მშვიდად?! დაფიქრდით რას აკეთებდით თქვენ როცა ხელისუფლებაში იყავით, თქვენსავით რომ არავინ იქცევა ესეც კარგად იცით, მთელი საღამო იდექით რუსთაველზე მშვიდობიანად და ტაშ-ფანდურობდით, არავის ერთი ბეწვი თმა არ ჩამოგვარდნიათ და არც არავის დაურბევიხართ, მაგრამ როცა ძალადობაზე გადახვედით, იქ კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლა პოლიციამ, სირცხვილია, დავიღალეთ ამ არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრებით, ნორმალური ადამიანური რეჟიმით გვინდა ცხოვრება, როდისღა უნდა აშენდეს ქვეყანა, როცა ყველა სკამებზე ფიქრობთ, არაა იმდენი ეს უპატრონო სკამი ყველას რომ გეყოთ, ცხოვრება გავიდა თქვენს ჭიდილში, გავიიიიიიიიიიიდაააა!!“ - წერს ნინო ჯღარკავა.