logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ექიმებს თავი დაგვანებეთ, პოლიტიკაში ნუ ჩაგვრთავთ
- +

9 ნოემბერი. 2020. 15:09

 

 

„ექიმებს თავი დაგვანებეთ და გვაკეთებინეთ ჩვენი საქმე,  პოლიტიკაში ნუ ჩაგვრთავთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნუი ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, პოლიტიკური პროცესები პანდემიასთან აქტიურ ბრძოლას ხელს უშლის, მაგრამ  პოლიტიკური პროცესების შეჩერება არავის შეუძლია.

 

„ექიმებს თავი დავანებოთ,  პოლიტიკაში ნუ ჩავრთავთ ექიმებს. ჩვენ, ექიმებს, ჩვენი საქმე გვაქვს, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე. ამიტომ პოლიტიკური პასაჟებითა და ქვეტექსტებით დასმული კითხვები არ გვინდა.

 

მე პირდაპირ გეტყვით: პოლიტიკური პროცესი დღეს ხელს უშლის პანდემიასთან აქტიურ ბრძოლას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ვერავინ ვერ შეაჩერებს ქვეყანაში იმიტომ, რომ პარლამენტის არჩევნები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და ის განსაზღვრავს ჩვენს მომავალს მომდევნო 4 წლის განმავლობაში. მაგრამ ექიმებს თავი დაგვანებეთ და გვაკეთებინეთ ჩვენი საქმე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner