„მორეკავენ ამ კოსმონავტებს და დოქსოპულოებს, დედა ჰყავთ პრინციპში, ყველას სახელი და გვარი ვიცით, ყველას მისამართს ცალ-ცალკე უნდა მივაკითხოთ, უნდა დავღალოთ, გავთანგოთ, გამოვფიტოთ“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„ძალიან მაგარია ერთიანობა ამ ოპოზიციით. პრაქტიკულად მე ყველას გამოსვლას დღეს მოვაწერდი ხელს, ყველას ესმის, რაზეც ვლაპარაკობთ. გამოჩნდა ძალიან ბევრი ახალი საინტერესო ადამიანი. დავღალოთ, დავღალოთ. ძალიან სუსტები არიან. ერთ ადგილას კონცენტრაცია მათ შეუძლიათ, მორეკავენ ამ კოსმონავტებს, მაგრამ ამ კოსმონავტებს და დოქსოპულოებს დედა ჰყავთ პრინციპში. ყველას სახელი და გვარი ვიცით, ყველას მისამართს უნდა მივაკითხოთ, მივაკითხოთ ყველას ცალ-ცალკე, უნდა დავღალოთ, გავთანგოთ, გამოვფიტოთ. ერთ ადგილზე რატომ უნდა შევეტაკოთ. ყველგან უნდა გავუხსნათ ფრონტი, ყველგან უნდა გამოვფიტოთ, დავღალოთ, გავარცხვინოთ თითოეული ჩაფხუტის უკან დამალული, ოჯახის წევრებს დაველაპარაკოთ, ავუხსნათ, რაზეა საუბარი. ავუხსნათ, რომ ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ. რომელიმე პარტია კი არ არის, ქვეყანა იკარგება. საქართველო იკარგება და მათი სახელები არ უნდა შევიდეს ისტორიაში, როგორც საქართველოს დამსამარებელი სახელები, ამიტომ ყველას სახელი და გვარი უნდა გამოქვეყნდეს, მათი მისამართები, მათ ოჯახებზე უნდა გავიდეთ, ველაპარაკოთ, გამოვფიტოთ ყველანაირად, ყველა მხრიდან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.