logo_geo
eng_logo
ჯონ კერი საქართველოს 6 ივლისს ეწვევა
- +

1 ივლისი. 2016. 10:05


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯონ კერის საქართველოში ვიზიტი ოფიციალურად დაადასტურა.

უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში 6 ივლისს ჩამოვა.



„6 ივლისს სახელმწიფო მდივანი გაემგზავრება თბილისში, საქართველოში, სადაც შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ორმხრივ დისკუსიებს გამართავს საკითხების ფართო სპექტრზე, მათ შორის აშშ-ის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერასა და ოქტომბრის არჩევნების წარმატებულებაზე. ასევე, გაიმართება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული შეხვედრა, რომლის თანათავმჯდომარე სახელმწიფო მდივანი იქნება, ის ასევე გამართავს შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან და ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან", - განაცხადა ჯონ კირბიმ.

 


მისივე ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ჯონ კერი უკრაინაში გაემგზავრება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და სხვა ლიდერებს შეხვდება, ამის შემდეგ კი ვარშავასეწვევა, სადაც NATO-ს სამიტს დაესწრება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner