ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სოროსის ფონდის ოფისი დაარბიეს. ამის შესახებ ინფორმაციას Analitic.am ავრცელებს.
ფონდის შენობაში დემონსტრანტების შეჭრის ამსახველი ვიდეო ,,იუთუბზე“ ვრცელდება.
როგორც ვიდეოში ჩანს, ფონდის შენობაში შეჭრილი აქციის მონაწილეები სხვადასხვა ოთახის კარის შემტვრევას ცდილობდნენ. მათ დოკუმენტები, ავეჯი და სხვადასხვა ნივთი დააზიანეს.