logo_geo
eng_logo
ბიძინა კულუმბეგოვი: ნურავის ეგონება, რომ კორონავირუსი რომელიმე ასაკის ადამიანს დაინდობს
- +

11 ნოემბერი. 2020. 14:08

 

 

„მსოფლიოს სტატისტიკაში, კოვიდინფიცირებულების 80%-ში მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობისა, მაგრამ გამონაკლისები არსებობს, არავინ არ უნდა წარმოიდგინოს, რომ ვირუსი რომელიმე ასაკის ადამიანს დაინდობს“, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დღის“ ეთერში განაცხადა.

 

„ამერიკის ეროვნული დაავადებათა ინსტიტუტების მიერ ჩატარდა კვლევა, სადაც ადრეული ასაკის ადამიანები შეისწავლეს, რომლებმაც მძიმე კოვიდი გადაიტანეს, მაგრამ გადაურჩნენ.. ამ პაციენტების თითქმის 20 პოროცენტში იპოვეს თანდაყოლილი ინტერფეროლის საწინააღმდეგო ანტისხეულები, ანუ აუტოიმუნური დაავადების ისეთი ფორმა, როცა შენი ორგანიზმია ძლიერ შემოჭრილ მტერს ვერ უმკლავდება იმუნო დეფიციტისა და ნაკლოვანების გამო. ამიტომ ამას ყოველთვის ექნება ახსნა, რომ ადრეულ ასაკში რატომ რთულდება კორონავირუსი“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბებგოვმა.

 

მისივე თქმით, რაც უფრო მეტი დაავადებული გვეყოლება ქვეყანაში, იქნება უფრო მეტი მძიმე პაციენტი და მეტი გარდაცვალებული, ამიტომ მაქსიმალურად უნდა დავიცავთ ჩვენი თავი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner