14 წლის ლუკა კოპალიანი სამართალდამცველებმა იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განმარტეს, მოზარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
14 წლის ლუკა კოპალიანი დღეს დილით დაიკარგა, ის საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა.