კარდიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ბონდო ქობულია, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„ოპოზიცია „ხარაკირს“იკეთებს, როცა მოგონილი მიზეზით ხალხი ქუჩაში გამოყავს
( რა გაყალბება, რის გაყალბება!?)
ამ, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბევრი რამ დაიწერება, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ეს არჩევნები ალბათ შევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუ როგორ შესძლო ერთმა კაცმა, რომელსაც მიშა ჰქვია, დაერწმუნებინა, მოეტყუებინა მთელი ქართული ოპოზიციური სპექტრი და მათი ლიდერები (ბაქრაძე, ბოკერია, ვაშაძე, ხაზარაძე, ინაშვილი, ჯაფარიძე და სხ.), რომ, თურმე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მთავრობამ და ცსკომ (ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თავმ., ქ-ნი თ.ჟვანია)) ტოტალურად გააყალბა და ქართველ ხალს არჩევანი მოჰპარა.
ეს პათოლოგიური ტყუილი ერთხმად აიტაცა ოპოზიციურმა პრესამ, ტელევიზიებმა, ვაი-ექსპერტებმა, რომლებიც ამ მძიმე ტყუილს დაჟინებით იმეორებდნენ, ხალხს უმტკიცებდნენ და ქუჩაში უხმობდნენ.
ამავე დროს მთელმა რიგმა საერთაშორისო სადამკვირებლო მისიებმა, მათ შორის ეუთო/ოდირმა ეთხმად აღნიშნა, რომ საქართველოში საარრჩევნო პროცესი ყველა საერთაშორისო წესის დაცვით ჩატარდა, იყო კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და მის ლეგიტიმურობაში ეჭვიც არ შეპარვიათ. ამასთან ერთად, როგორც ცნობილია მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება,“ პროპორციული წესით სულ მიიღო ამომრჩევლების 48% ხმა, რაც არავისთვის მოულოდნელი და გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, რამდენადაც ეს შედეგი პრაქტიკულად ემთხვევა როგორც ადგილობრივ, ასევე მრავალი უცხო ქვეყნების ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ პროგნოზულ, წინასაწარ ჩატარებული კლევების მონაცემებს, სხვადასხვა ეგზითპოლების მონაცამებს (ამომრჩევლის პირისპირ გამოკოთხვა უშუალოდ ხმის მიცემის შემდეგ), ხმების პარარელური დათვლის შედეგებს, რაც მთავარია საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებს, რომელსაც ათეულობიბით კომისიის წევრი ხელს აწერდა.
მიუხედავად ამისა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, სააკაშვილის, უცხო ქვეყნიდან მოწოდების თანახმად (ცხადია, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს ისახავდა), ყველა ოპოზიციური პარტია ორკესტრირებულად, ყოვლად უსაფძვლოდ და ბრმად დაეთანხმა მის აზრს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რის გამოც ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს. ამავე დროს ამ პარტიებს არ წარმოუდგენიათ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით რაიმე სახის სერიოზული, დამაჯერებელი მტკიცებულებები, გარდა იმისა, რომ არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა რიგ ტექნიკური ხასიათს დარღვევებს, ხარვეზებს, ზოგჯერ შეცდომებს და უზუსტობას, რომელიც ხშირად თან ახლავს განსაკუთრებით მრავალპარტიულ არჩევნებს, რაც თავის მხრივ საარჩევნო პროცესში კორექციას ექვემდებარება და, რაც მთავარია, არჩევნების საბოლოო შედეგებზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ცსკოს შედეგების გამოცხადებამდე ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლები სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან ერთად ჩაატარეს: “იმედი“-Public Opinion Strategies; “რუსთავი-2 Survation; “მთავარი არხი“-IPSOS S.A; “ფორმულა“- Edison Research; საგულისხმოა, რომ ცხრავე პარტიის (რომლებმაც 1%-ანი ბარიერი გადალახა) ცსკოს მონაცემბი ძირიდადად ემთხვევა (მიღებული ცთომილების ფარგლებში) ოთხივე ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლების მონაცემებს. მაგ., ცსკოს ოფიციალური მონაცემებით პარტია “სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს- 3,16 %; „იმედის“ ეგზიტპოლებით - 3%; “რუსთავი - 2“-ის 2,3%; “მთავარი არხის“-3%; „ფორმულას“ ეგზიტპოლით კი 2% ჰქონდა. შალვა ნათელაშვილი,“ ლეიბორისტული პარტია“ ცსკოს ოფიციალური მონაცემებით აქვს -1%; „იმედის“ ეგზიტპოლებით -1%; „რუსთავი-2“- 1,2%; „ მთავარი არხი“-2%; „ფორმულას“ ეგზიტპოლებით -1%; დაახლოვებით ასეთივე დინამიკა აღინიშნება სხვა პარტიებში „პატრიოტთა ალიანსი“, „ლელო“ და სხვ. „ქართულ ოცნებას“ ცსკოს მონაცემებით ჰქონდა-48,22% ხოლო ეგზითპოლებით საშუალოდ- 48,55%; „ენმ -ძალა ერთობაშია“ ცსკოს მონაცემით 27,18%, ხოლო ეგზიტპოლებით საშუალოდ- 27,32%.
ცხადია, ასეთი მაღალი ურთიერთკავშირი (კორრელაცია) ხმების დათვლის ცსკოს ოფიციალური მონაცემებს და ოთხი უცხოური კომპანიის ეგზიტპოლებს შორის, მაღალი ალბათობით მიუთითებს ცსკოს მონაცემების სისწორეზე და სანდომიანობაზე და სულ ცოტა, მკრეხველობაა ოპოზიციის მხრიდან გაუთავებლად ილაპარაკო ქვეყანაში არჩევნების სისტემურ, რაღაც მითიურ, არა არსებულ გაყალბებაზე.
მიუხედავად ამ თვალსაჩინო მაგალითებისა ერთი ქალბატონი, პარტიის აქტივისტი მთელ რუსთაველზე გაჰკიოდა, რომ მისი პარტია 15-20% ხმას ელოდა, მაგრამ თ. ჟვანიამ 3% „დაუწერა“. ამ ქალბატონს ერთი სიტყვა არ უთქვამს, რომ ოთხივე ეგზითპოლების მიხედვით მისმა პარტიამ ყველგან 3%-ზე ნაკლები ხმა მიიღო (რომელ გაყალბებაზეა ლაპარაკი!). ამით იმის თქმა გვინდა, რომ მეტად არასერიოზულია, როცა პარტიის ლიდერი თავის პარტიის წევრს ისეთი ტყუილს ეუბნება, რომელიც ყველა გაზეთში წერია, რომ ეს ტყუილია. ასეთი “მდარე ხარისხის“ სიცრუე კი ვისზეა გათვლილი ამის თქმა უხერხულია.
მიუხედავად ზემოთ თქმულისა, ოპოზიცია მთავრობას ემუქრება, ამტყუვნებს „ხმები მოგვპარაო (მიშა პროცენტსაც ასახელებს!), გამოჰყავს ხალხი ქუჩაში, მაგრამ ერთხელ არ მოუვა აზრად პატივი სცეს იმ, თითქმის ერთ მილიონ „ოცნების“ ამომრჩეველს, ეცადოს არ შექმნას ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობა, რამდენადაც ამ ხალხსაც აქვთ აგრეთვე უფლება, აჩვენონ თავისი თავი და დაიცვან თავისი კანონიერი ხმები, რომლის ქურდობასაც ოპოზიცია მათ აბრალებს. ალბათ ამ საკითხს უფრო ფართოდ და კომპეტენტურად გააშუქებენ ამ დარგის ექსპერტ-სპეციალისტები, ხოლო ჩვენთვის ყველაზე გულსაწყენია, რომ, თურმე, დღევანდელ დღეს „ინტერნეტის“ და „აიფონის“ ეპოქაში ერთი კაცის ტყუილს ისეთი ძალა ჰქონია, როგორც ალბათ ქვის ხანაშიც არ ექნებოდა.“ - წერს ბონდო ქობულია.