logo_geo
eng_logo
საპენსიო ფონდში უკვე 1 077 000 000 ლარზე მეტი დაგროვდა
- +

13 ნოემბერი. 2020. 14:55

 

 

„13 ნოემბრის მონაცემებით, საპენსიო ფონდის ღირებულებამ 1 მილიარდ 77 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობამ 1 მილიონ 86 ათასს გადააჭარბა“, - ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 560-მა ადამიანმა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით - 244 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო - 1, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით - 241, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა 74-მა პირმა.

 

„საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში 12 500-ზე მეტია. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 102 მილიონ ლარამდე სარგებელი. საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში“, - აცხადებენ სააგენტოში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner