logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანმა და ლინას ლინკევიჩუსმა პარტიებს შორის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
- +

13 ნოემბერი. 2020. 16:22

 

 

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

 

„ვესაუბრე ჩემს ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს. ხაზი გავუსვი პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის. საარჩევნო პროცესისადმი ნდობა უნდა აღდგეს. ლიეტუვა საქართველოს ევროატლანტიკური გზაზე მის გვერდით არის”, – წერს ლინკევიჩუსი მიკრობლოგ „ტვიტერზე“

 

 

სატელეფონო საუბრის შესახებ წერს დავით ზალკალიანიც.

 

„მქონდა ძალიან ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი ჩემს ლიეტუველ კოლეგასთან, ლინას ლინკევიჩუსთან. განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია. როგორც საქართველოს მეგობარს, მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის. მივესალმები პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის წამოწყებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სტაბილურ განვითარებას”,- – წერს ზალკალიანი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner