„ნუ ვიტყვით, ვინ სად რა შეცდომა დაუშვა, ან დაუშვა თუ არა შეცდომა, ფაქტია ქვეყანაში ეპიდემია სერიოზულ მასშტაბებს იღებს და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„არსებობს კითხვები, რატომ მივედით აქამდე, რა თქმა უნდა, გარკევული ხარვეზები არსებობდა, რომელიც ჩვენს სამსახურსაც ჰქონდა და ასევე ჩვენი მოსახლეობის თვითდაჯერებულობა. ვერცერთი ცალკე აღებული ღონისძიება ეპიდემიას ვრ შეაჩერებს, ეს უნდა იყოს კომპლექსური“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.