დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დრომდე 4 666 მედიკოსი დაინფიცირდა.
„4 666 მედიკოსია ინფიცირებული. აგვისტოს ბოლომდე დაახლოებით 200-მდე მედიკოსი გვყავდა ინფიცირებული და ოქტომბერ-ნოემბერში ეს რიცხვი გაიზარდა 4 666-მდე. ეს საერთო ინფიცირებულების 6.4 პროცენტია, მაგრამ ესენი ყველანი ექიმები არ არიან. ისინი არიან ზოგადად სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები: ექიმები, საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.