logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: პარლამენტში ამომრჩეველთა ინტერესების წარმოდგენა არის არა პრივილეგია, არამედ ვალდებულება
- +

13 ნოემბერი. 2020. 19:39

 

 

„როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური ძალა იღებს საზოგადოებისგან დაკვეთას, რომ მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესში, წარმოადგინოს ამომრჩევლები პარლამენტში, ბუნებრივია, ესაა არა პრივილეგია, არამედ ვალდებულება“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„პარტიების დაფინანსების საკითხი განხილვას საჭიროებს. როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური ძალა იღებს საზოგადოებისგან დაკვეთას, რომ მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესში, წარმოადგინოს ამომრჩევლები პარლამენტში, ბუნებრივია, ესაა არა პრივილეგია, არამედ ვალდებულება. ასე მუშაობს დემოკრატია, ასეა ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში და ჩვენი სურვილია, რომ ასე იყო ჩვენთანაც. თუ ვინმე გაბუტვის გამო ამაზე უარს ამბობს, ამით ისჯება ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა ამ პარტიას. შესაბამისად, მე ვთვლი, რომ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის ხელშეწყობის საკითხის გადახედვა საკმაოდ ლოგიკურია. ეს საკითხიც იმავე ლოგიკას ეყრდნობა, რომ პარტიები ბიუჯეტში მოქალაქეების მიერ შეტანილი ფულიდან იღებენ თანხებს, რათა წარმოადგინონ პარლამენტში ამა თუ იმ პოლიტიკური შეხედულების მქონე ამომრჩეველთა ინტერესები“, - აცხადებს სარჯველაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner