logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: ევროსაბჭოს ანგარიში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლის წინააღმდეგ სწორი ნაბიჯები გადავდგით, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში
- +

13 ნოემბერი. 2020. 19:44

 

 

„ევროსაბჭოს ანგარიში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლის წინააღმდეგ ჩვენ ძალიან სწორი ნაბიჯები გადავდგით, მათ შორის ეს ნაბიჯები სწორი იყო პენიტენციურ სისტემაში“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა ევროსაბჭოს ანგარიშის კომენტირებისას, რომლის თანახმად, პენიტენციურ სისტემაში „კოვიდ-19“-თან ეფექტური ბრძოლის შედეგად, საქართველო ევროპის საბჭოს წარმატებული ქვეყნების რიცხვში მოხვდა.

 

მისი თქმით, ანგარიში რამდენიმე პერიოდს მოიცავს და ცალსახად ჩანს, რომ პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობა საქართველოში კოვიდის ფონზე მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების მსგავსია. „ევროსაბჭოს ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი გამოხატულებაა იმისა, რომ კოვიდთან ბრძოლის წინააღმდეგ ჩვენ ძალიან სწორი ნაბიჯები გადავდგით. ეს ანგარიში მოიცავს რამდენიმე პერიოდს და ყველა ამ ანგარიშში ცალახად ჩანს, რომ პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობა საქართველოში კოვიდის ფონზე არის მსგავსი მსოფლიოს წარმატებული ქვეყნებისა, იქ არაერთი სახელმწიფოა დასახელებული. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ სწორი ნაბიჯები გადავდგით კოვიდთან ბრძოლის თვალსაზრისით, მათ შორის ეს ნაბიჯები სწორი იყო პენიტენციურ სისტემაში“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner