logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან მაიკ პომპეო ჩადის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში, რომელთაც აშშ ყველაზე მეტად ენდობა
- +

14 ნოემბერი. 2020. 19:18

 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიერ საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა.

 

„ეს არის ბოლო პერიოდში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, რომლის მთავარი დანიშნულებაა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხაზგასმა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

მისი თქმით, ეს გზა და ნება არის ურყევი, რომ დასავლეთი და სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები, არის მთავარი მოკავშირე, მათ შორის დემოკრატიის განვითარების საქმეში.

 

„მათი ინტერესი და ჩვენი ეროვნული ინტერესი ამ საკითხებში ემთხვევა ერთმანეთს, ისევე როგორც დანარჩენ, პრაქტიკულად ყველა საკითხში“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამ ვიზიტის მნიშვნელობას ზრდის ის, რომ მაიკ პომპეო ჩადის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში, რომელთაც აშშ ყველაზე მეტად ენდობა.

 

„აქედან გამომდინარე, ის ხაზს უსვამს ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებას. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ 2024 წელს განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე, ამ საკითხების დარეგულირებასა და დინამიკის დაჩქარებას ეს ვიზიტი კიდევ უფრო წაადგება“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 17-18 ნოემბერს ეწვევა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner