logo_geo
eng_logo
თინათინ მღვდლიაშვილი: 13 ნოემბერს ცოტნე გამსახურდია სარეაბილიტაციო ცენტრში დააბრუნეს, ოპერაციას გართულება არ მოჰყოლია!
- +

14 ნოემბერი. 2020. 20:00

 

პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი, საქართელოს პირველი პერზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:

 

„მათთვის, ვისაც ცოტნე გამსახურდიას ამბავი აწუხებს და აინტერესებს!,,

 

გერმანიიდან მაცნობეს, რომ 13 ნოემბერს ცოტნე გამსახურდია დააბრუნეს სარეაბილიტაციო ცენტრში. ასე, რომ, ცოტნეს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია კვლავ გრძელდება!.. ეს კარგი ამბავია!..

 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ვაჟს 28 ოქტომბერს ჩაუტარდა ერთადერთი, ურთულესი ოპერაცია და წარმატებით განხორციელდა ორივე ინპლანტის ინსტალაცია. (ანუ თავის ტრეპანაციის დროს ამოღებული ძვლები ამოუვსეს ინპლანტებით. ცნობისათვის: ეს გახლავთ მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი მასალა, ტიტანის შემდეგ).

 

ოპერაციას გართულებები არ მოჰყოლია. ჯანმრთელობა ვუსურვოთ ცოტნეს! წინ დიდი ბრძოლები ელის!

 

უფლის წყალობით, ყველა ბრძოლა მოეგოს! ლაზარესავით აღდგენილი დაგვიბრუნდეს!

 

გამხნევდი და გაძლიერდი, ცოტნე! უსაშველოდ გვჭირდები!..“ - წერს თინათინ მღვდლიაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner