logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ოპოზიციამ 40 უბნის მაგალითზე დაინახა, რომ რეალურად, გადათვლა სასურველ შედეგს არ მოუტანს
- +

14 ნოემბერი. 2020. 22:05

 

„ოპოზიციამ მოლაპარაკების დეტალები გათქვა და წინა მოლაპარაკებების დროსაც ასე იყო ხოლმე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, თუნდაც ამ 40 უბნის მაგალითზე დაინახეს, რომ რეალურად, გადათვლა სასურველ შედეგს არ მოუტანთ.

 

„როგორც ჩანს ახლაც ამასთან გვაქვს საქმე, ჯერ კიდევ გუშინ პირველი ნიშნები ვიხილეთ, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხმების გადათვლას არ აქვს აზრი, ვინაიდან ეს ვერ გადაჭრის მათ პრობლემას. ამის შემდეგ გადაწყვიტა „ქართული ოცნების“ გუნდმა, რომ გაეხმოვანებინა ჩვენი შეთავაზება, რომელიც გულისხმობდა მათი თავდაპირველი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას. პირველივე დღიდანვე იყო მათი მოთხოვნა, უბნების ხელახლა გადათვლა და ამბობდნენ, რომ სწორად არ არის ხმები დათვლილი, რაც სიცრუეა, თუ არ ჩავთვლით ერთეულ უბნებს.

 

40 უბანია დათვლილი და აქედან მხოლოდ 10 უბანზე შეიცვალა შედეგი, დანარჩენზე იგივე დარჩა. ამ ათიდან, არც ერთი უბანი არ არის, სადაც აღმოჩნდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წაიღო ვიღაცის ხმა. პირიქით აღმოჩნდა, რომ ჩვენს კანდიდატს ჰქონდა 200 ხმა მოკლებული, 200 ხმა სახუმარო საქმე არ არის. იყო საბურთალოზე უბანი, სადაც ელისაშვილს ჰქონდა წაღებული 30 ხმა გიორგი ვაშაძისგან, ანუ, 40-დან, 10 უბანზე დისბალანსი გასწორდა და არც ერთ უბანზე არ იყო „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხმა ასახული. ამიტომ, ამას ჩვენ, როგორც მოლაპარაკებების მაგიდაზე ვდებთ როგორც ფაქტებს, არამედ გარეთაც ვსაუბრობთ.

 

მთავარია, რომ მათ უნდოდათ გადათვლა და თუნდაც ამ 40 უბნის მაგალითზე დაინახეს, რომ რეალურად, გადათვლა იმ შედეგს არ მოუტანთ, რაც სურთ. მათ უნდათ ერთადერთი, რომ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner