logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ოპოზიციას არ უნდა ხმების გადათვლა, არ უნდა არჩევნები, მათ უნდოდათ რევოლუცია, რომელიც ჩაფლავდა
- +

14 ნოემბერი. 2020. 22:25

 

„ოპოზიციამ მიიღო ის ხმები, რაც რეალურად უწერია. მათ მიერ მიღებული ხმები პარალელური დათვლის შედეგებს პრაქტიკულად ემთხვევა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„პარალელური დათვლა ჩაატარა არა ცესკომ, არამედ ISFED-მა (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება). ISFED-ზე მთავარი ოპოზიციური ძალის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას ენდობიან. შესაბამისად რატომ არ ენდობიან იმას, რომ ცესკოს მაჩვენებელი და ISFED-ის მაჩვენებელი „ქართული ოცნებისთვის“ პარაქტიკულად ერთი და იგივეა თუ არ ჩავთვლით 0,1% სხვაობას“, - აღნიშნა წულუკიანმა.

 

მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს არ უნდათ გადათვლა, მათ არ უნდათ არჩევნები, მათ უნდოდათ რევოლუცია, რომელიც ჩაფლავდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner