logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: სააკაშვილს უნდა, რომ დახვდნენ საზღვარზე, აიყვანონ ხელში და ციმციმ შემოიყვანონ რუსთაველის გამზირზე
- +

14 ნოემბერი. 2020. 23:14

 

„სააკაშვილს უნდა, რომ ელისაშვილმა, გირჩმა და გიორგო ვაშაძემ იბრძოლონ. დახვდნენ საზღვარზე, აიყვანონ ხელში და ციმციმ შემოიყვანონ რუსთაველის გამზირზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ დასანანია, როდესაც ოპოზიცია მანდატზე ამბობს უარს.

 

„ვისაც უნდა, პარლამენტის კარი ღიაა და შევიდეს. დიალოგიც გაგრძელდეს და ახალი ტიპის შეთანხმება შედგეს, თუმცა ეს არ იქნება ახალი არჩევნები. მიხეილ სააკაშვილს დღესაც აქვს მცდელობები, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი თავის ტყვეობაში ამყოფოს, მაგრამ მჯერა, რომ ახალი პარტიები, რომელთაც მომავალი აქვთ და მათ ბევრი ხმა მიიღეს, მაგალითად, „აღმაშენებლის“ ხმები ელისაშვილს ჰქონდა წაღებული, ესეც გასწორდა. ერთი უბანი არ არის, სადაც „ქართულ ოცნებას სხვისი ხმა ეწერა. ერთმანეთის ხმები ეწერათ, ან ჩვენი ხმები ეწერათ სხვებს. თქვენ იკითხეთ, რა უნდა ხელისუფლებას - რაც უნდოდა 8 წელი - დადიოდა მუდმივად ცეცხლზე და მშვიდობას უზრუნველყოფდა. პარლამენტი დაიწყებს მუშაობას და იმედი მაქვს, რომ იქ იქნებიან ოპოზიციური პარტიებიც“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

თეა წულუკიანი ვარაუდობს, რომ ოპოზიციის (გირჩი, ვაშაძე, ლელო, ელისაშვილი) ამომრჩეველს მოლოდინი აქვს, რომ მისი ლიდერები ამაღლდებიან სააკაშილის აჩრდილზე და მისი მარწუხებისგან გათავისუფლდებიან.

 

„ამ ადამიანს არავითარი რესურსი აღარ აქვს. ის დგას ძალიან ცუდ გზაზე. მის პარტიას ჰყავს ამომრჩეველი, მას რამდენად ჰყავს ამომრჩეველი, ეს ჩემთვის კითხვის ნიშანია.

 

უკვე არის პირველი ნიშნები იმისა, რომ შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ იმძლავრონ რაღაც ფიგურებმა იმიტომ, რომ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რაღაც წლების შემდეგ, ვინც პოლიტიკაშია და დაძველდა, როდესაც 10 გამოთქმიდან 9-ნახევარი სისულელეა, ალბათ დროა, თუ ჯანსაღად აზროვნებ, გახვიდე პოლიტიკური სცენიდან.

 

ყველამ უნდა ვისწავლოთ ნელ-ნელა სცენიდან გასვლა. ეს კაცი ვერ ხვდება ამას. ამიტომ, დროა, სხვებმა მიუთითონ კარისკენ. ეს არ არის ჩვენი საქმე - ჩვენი საქმეა, ეს ადამიანი თუ მოადგება საზღვარს, განაჩენი აღსრუდლება“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner