საქართველოს საელჩო ავსტრიაში თანამოქალაქეებს აფრთხილებს. განცხადებაში მოცემულია ის დეტალები, რომელიც რესპუბლიკაში მყოფმა ყველა პირმა უნდა გაითვალისწინოს.
„მოქალაქეთა საყურადღებოდ
ავსტრიის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრად გაუარესების გამო, ავსტრიის ფედერალურმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება - სამშაბათიდან, 17 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით სრული ლოქდაუნის გამოცხადების შესახებ, რომელიც ძალაშია 6 დეკემბრამდე. შესაბამისად, 17 ნოემბრიდან: იხურება ყველა სავაჭრო და სხვა ობიექტი, გარდა ყოველდღიური საჭიროებისთვის აუცილებელი ობიექტებისა (საკვები პროდუქტის მაღაზიები, აფთიაქები, ფოსტა, ბანკები, ბენზინგასამართი სადგურები). იზღუდება გადაადგილება მთელი დღის განმავლობაში!
სახლიდან გასვლა ნებადართულია მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში:
ყოველდღიური საჭიროებისთვის აუცილებელი ნივთების შეძენა
სამსახურებრივი აუცილებლობა
სხვა ადამიანების დახმარების მიზნით, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ
სუფთა ჰაერზე გასვლა
გარდა ამისა, მინიმუმამდე იზღუდება სოციალური კონტაქტები. ნებადართულია ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ოჯახის წევრების გარდა 1 ადამიანთან პირადი კონტაქტი.
იხურება ბაღები და დისტანციურ სწავლებაზე გადადის სკოლები. მიუხედავად ამისა, მშობლებისთვის, რომლებსაც სამსახურებრივი ან/და სხვა მიზეზის გამო არ შეუძლიათ შვილების სახლში დატოვება, ბაღებსა და სკოლებში იქნება ბავშვების დატოვების შესაძლებლობა.
საქართველოს საელჩო მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის ოფიციალური უწყებების მიერ დაწესებული შეზღუდვები და მათი რეკომენდაციები.
ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარეკეთ ნომერზე: 1450
საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +43 676 3259839", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.