logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: საქართველო გახდება NATO-ს წევრი, თუ აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს
- +

1 ივლისი. 2016. 15:33



NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსული სააგენტო „ინტერფაქსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. მისი თქმით, ივლისში, ვარშავის სამიტზე ალიანსი საქართველოს მიღწეულ პროგრესს აღიარებს.

 

 

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში რჩება. საქართველო გახდება NATO- წევრი იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. საქართველომ შთამბეჭდავი პროგრესის დემონსტრირება მოახდინა, მაგრამ საქართველოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის სამუშაო კიდევ არის შესასრულებელი.

 

NATO- წევრობისთვის მოსამზადებლად საქართველოს უკვე აქვს ყველაზე აუცილებელი პრაქტიკული ინსტრუმენტები - ეს არის NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი, NATO-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა. ივლისის სამიტზე მოხდება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარება", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner