logo_geo
eng_logo
იზოლაციაში მყოფმა პირებმა, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის ცესკოს 15, 16 და 17 ნოემბერს უნდა მიმართონ
- +

15 ნოემბერი. 2020. 01:24

 

 

ცესკოს გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა, რომლებიც კენჭისყრის დღისთვის იქნებიან იმ მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე, სადაც რეგისტრირებულნი არიან, გადასატანი ყუთის მოთხოვნით ცესკოს 15, 16 და 17 ნოემბერს უნდა მიმართონ.

 

„თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად იმყოფებიან იმ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებული, პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით, 15 და 16 ნოემბერს 10:00-დან 20:00 საათამდე, ხოლო 17 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს“, - ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

 

არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. კენჭისყრა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება. მათ შორის ზუგდიდში ასევე, ქუთაისში იქნება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

 

„მეორე ტურზე ამომრჩევლებს მოემსახურება 1914 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 81 სპეციალური უბანი“, – აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner