თეა წულუკიანი მისი გაპრემიერების შესახებ გავრცელებულ ხმებს ჭორს უწოდებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ეს არის ჭორი, წერტილი. როგორც იტყოდა ამჟამინდელი და მომავალი პრემიერი გახარია. მე როგორც აქამდე ვიყავი „ქართული ოცნების“ და მისი გუნდის რიგითი წევრი და მებრძოლი იმ ღირებულებებისთვის, რითაც ხელისუფლებაში მოვედით, ასეთად დავრჩები პარლამენტში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.