logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: პასუხისმგებლობა ოპოზიციურმა ძალებმაც უნდა აიღონ
- +

15 ნოემბერი. 2020. 22:34

 

 

„9 პოლიტიკური პარტია არის პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებმა სხვადსხვა პარტიას დაუჭირეს მხარი, ყველამ დაუჭირა მხარი იმას, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა იმუშაონ პარლამენტში, პარლამენტში ჰქონდეთ პოლიტიკური დებატი, პარლამენტში გაცვალონ არგუმენტები, იკამათონ და ასე მიიღონ გადაწყვეტილებები“, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირასთან“ საუბარში განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე მოლაპარაკებების უშუალო მონაწილეა, დარწმუნებულია, რომ შეთანხმების შესაძლებლობა რეალურია.

 

„არის მნიშვნელოვანი გამოწვევები. რეგიონში არის ძალიან რთული საკითხები, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით და, რა თქმა უნდა, დღეს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება სტაბილური პოლიტიკური სისტემა და ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ოპოზიციურმა ძალებმაც უნდა აიღონ. ჩვენ პატივს ვცემთ შედეგებს, პატივს ვცემთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს და დღეს უკვე შეთანხმება არის შესაძლებელი, თუ იგივეს გააკეთებენ ოპოზიციური პარტიები“, - აცხადებს თალაკვაძე.

 

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მმართველ გუნდსა და იმ პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს 12 ნოემბერს დაიწყო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner