„პომპეოს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მით უფრო იმ მოვლენების შემდეგ, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში განვითარდა. ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ოპოზიციისა და ხელისუფლებისათვის, არამედ ქვეყნისთვის და საქართველოს მომავალი განვითარებისთვის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა „დღის ქრონიაკში“ განაცხადა.
„რაც შეეხება მის გზავნილს, მეც ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი ტრიბუნა არის საპარლამენტო ტრიბუნა. 9 პოლიტიკური პარტია მოხვდა პარლამენტში და მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ტრიბუნის ალტერნატივა ქუჩის ტრიბუნა ვერ იქნება, ან თუნდაც ტელეეთერის ტრიბუნა, რადგან ეს არის ცოცხალი პროცესი. წარმოიდგინეთ, ცხრავე პარტიამ რომ იმუშაოს და გაატაროს ის პოლიტიკა რასას მათი პარტია ატარებს, რითაც მოვიდნენ და გადალახეს ეს ბარიერი, ვგულისხმობ მათი ამომრჩევლების დაკვეთას. წარმოიდგინეთ რამდენად დემოკრატიულ პარლამენტს მივიღებთ. ვფიქრობ, შეცდომა იქნება, თუ არ შევლენ პარლამენტში“, - განაცხადა კახიშვილმა.