logo_geo
eng_logo
დათო მაღრაძე: მათ სწამთ ერთი ძეგლი – ერთი ადამიანი, ისაა მათი დავითგარეჯიც, სვეტიცხოველიც, ალავერდიც...
- +

19 ნოემბერი. 2020. 17:17

 

 

„სავსებით მოსალოდნელია ამ ძალებმა სისხლიანი სკანდალები ატეხონ და თუ სისხლის სამართლის დანაშაულზეც წავიდნენ, „ოცნებას“, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა „ნაცმოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ოპონენტის შენარჩუნებას, მათი გასამართლება მოუწევს“,- ამის შესახებ პოეტმა დათო მაღრაძემ, გაზეთ „კვირის პალიტრას“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განუცხადა,

 

„ეს არის ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნისას წაგებული ომი, დაკარგული მიწა-წყალი და რაც მთავარია, ასობით დაღუპულის ფონზე გამარჯვება იზეიმა. ეს არის ძალა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ ფეხზე წამოუდგა, დევნილები მზისგულზე დაასახლა და „გეტოში“ იცეკვა. ეს არის ძალა, რომელმაც გონივრული ეჭვი მაქვს, დავითგარეჯა გაასხვისა, რაც ჩვენთვის არის თავზარდამცემი, თორემ მათთვის არავითარი ღირებულება არა აქვს, რადგან კერპთაყვანისმცემელები არიან.

 

მათ სწამთ ერთი ძეგლი – ერთი ადამიანი, ის არის მათი დავითგარეჯაც, სვეტიცხოველიც, ალავერდიც... სავსებით მოსალოდნელია ამ ძალებმა სისხლიანი სკანდალები ატეხონ და თუ სისხლის სამართლის დანაშაულზეც წავიდნენ, „ოცნებას“, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა „ნაცმოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ოპონენტის შენარჩუნებას, მათი გასამართლება მოუწევს. ამის თქმის საფუძველი მაქვს – არც ისე დიდი ხნის წინ მათ პარლამენტში შეჭრა დააპირეს და პოლიციელებზე ხელი აღმართეს, „გავრილოვის ღამეს“ ვგულისხმობ... მოკლედ რომ ვთქვა, მათი დასახელება საარჩევნო ბიულეტენში მიუღებელი და გაუგებარი იყო“, - აცხადებს დათო მაღრაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner