მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“-ს გენერალური დირექტორი ადასტურებს, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთ ფილიალს თავს დაესხნენ.
როგორც მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია, რას ითხოვენ თავდამსხმელები.
„ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ჩვენს ორგანიზაციაში შეიჭრნენ. სხვა ინფორმაცია არ გვაქვს, ველოდებით მოვლენების განვითარებას“, – აცხადებს გია პეტრიაშვილი.
თბილისში, წერეთლის გამზირზე, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.