ავტორი მარიამ პაიჭაძე
გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზეა წარდგენილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „რეპორტიორი" პარლამენტარ ალექსანდრე ქანთარიას ესაუბრა. მისი განცხადებით, გიგი წერეთელი არის იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელმაც ქვეყანას დიდი ზიანი მოუტანა, თუმცა ქვეყნისთვის მისი აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნა დიდად მნიშვნელოვანი მოვლენა არ უნდა იყოს.
„გიგი წერეთელი არის იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელმაც ქვეყანას ძალიან ბევრი ზიანი მოუტანა. იგი არ გამიჯვნია „ნაციონალურ მოძრაობას" და დღემდე გამოხატავს მათ ინტერესებს. ამ პოსტზე დანიშვნა ერთი წლით ხდება და ეს, არა მგონია, ქვეყნისთვის დიდად მნიშვნელოვანი მოვლენა იყოს. თვითონ გიგი წერეთლის ბიოგრაფიისთვის შეიძლება ნიშნავდეს რამეს. დასკვნები ადვილი გასაკეთებელია, რუსეთი მხარს უჭერს მის კანდიდატურას, რაც კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ ჩვენმა დელეგაციამ არ დაუჭიროს მხარი. ამას გარდა კიდევ ბევრი მიზეზი არსებობს, ჯერ ერთი, იგი არის სხვა პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენელი და მეორე, ის არის „ნაციონალური მოძრაობის" წევრი", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.