ექსპერტი ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„დაიტანჯა დღეს ერთი არხი ბიძინა ივანიშვილის ქონების დათვლით. ბლუმბერგმა რა გამოაქვეყნა არ ვიცი, ახლა ვნახე ფორბსზე, 21 ნოემბრის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილის ქონება, რომელიც შეადგენს 4,88 მილიარდ დოლარს.
ივანიშვილს რომ უთვლით ქონებას, რომელიც 8 წლის წინ ხელისუფლებაში დაახლოებით 5,5-6,5 მილიარდით მოვიდა ხან უმცირდება, ხან ეზრდება და ისევ მაგ ნიშნულზეა, იმ პოლიტიკოსების ან ყოფილი ჩინოვნიკების ქონებები დათვალეთ, რომლებიც რევოლუციურად, დახეული ბოტასებით მოვიდნენ და დღეს მულტიმილიონერები არიან.
იქნებ ჩამოუაროთ მათ სასახლეებს, დეკლარაციებს (პირველს და ბოლოს), ბიზნესებს?! თუ დაგეხმაროთ?
არ ინტერესედებით, ციხიდან გამოსული ექს-ჩინოვნიკები სად ცხოვრობენ?!
არც ის დაგითვლიათ ნაცმოძრაობამ რა თანხა დახარჯა ამ ან წინა არჩევნებზე? მე გეტყვით, სულ მცირე 25-30 მლნ. დათვალეთ. ყველამ იცის რამდენ ოლქში რამდენი შტაბი იყო, რა შემადგენლობით, რა ხარჯებით, რამდენი აგიტატორი, ზონის უფროსი და კოორდინატორი იყო 3600 უბანზე და 3 თვის მანძილზე რამდენი გადაუხადეს?! დათვალეთ ბილბორდები, რეკლამები, ტრანსპორტის ხარჯები და მოსახლეობაში დახარჯული თანხები.
როცა ხელისუფლებაში გამდიდრებული ექს-ჩინოვნიკების ქონებებს ვერ ხედავთ, რომლებიც დღეს, ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, უკვე მერამდენედ, ათეულობით მილიონს ხარჯავენ და ივანიშვილის სურათებს და ბიზნესებს დასდევთ, მოდით ერთ კითხვას გაეცით პასუხი: რამდენი მილიონის ქველმოქმედება ირიცხება ყოფილი ხელისუფლების მილიონერების სახელზე და რამდენი ივანიშვილის?
პასუხი ხომ იცით? კეზერაშვილის და სხვა მილიონერი ექს-ჩინოვნიკი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან ქველმოქმედება შეადგენს ნულ ლარს.
რაც შეეხება ივანიშვილს, რომელსაც დღეს დაუთვალეს ქონება, სურათები და ბიზნესები, თუმცა ძალიან არაკვალიფიციურად, ჩამოვთვლი მის მირ განხორციელებულ პროექტებს:
-"ციცინათელა" (ოზურგეთი, ურეკი),
-დენდროლოგიური პარკი (ოზურგეთი, შეკვეთილი),
-მინიატურების ქალაქი, საქართველოს კულტურულ-არქიტექტურული ძეგლების მინიატურები (ოზურგეთი, ურეკი),
-Black Sea Arena (ოზურგეთი, შეკვეთილი), 200 მლნ დოლარი,
-პრომეთეს მღვიმე
-ბათუმის დელფინარიუმი
-ბათუმის ზოოპარკი
-ბათუმის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, სრული დაფინანსება,
-თბილისის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, სრული დაფინანსება,
-ბათუმის ეშმაკის ბორბალი
-საბაგირო გზა ბაკურიანში
-ბოტანიკური ბაღი 85 ჰექტარზე (განმუხური, ზუგდიდი),
-პროექტი ინტერნეტი ყველა სოფელს. 2000 სოფლის ინტერნეტით უზრუნველყოფა. ქართუ პროექტს 150 მილიონით დააფინანსებს.
-თბილისის ცენტრალური პარკი, იპოდრომი (პროექტი), 160 მლნ ლარი პლუს მშენებლობის ხარჯები 20-30 მლნ-ზე მეტი;
-მთაწმინდის ფერდობის აღდგენა (პროექტი),
-გორის დასვენების პარკი (პროექტი)
-სპორტული კლუბი "ბასა",
-რაგბის 23 სტადიონი და სხვა.
აი ესაა დაჯამებული ჩამონათვალი. ნაყიდ და გაყიდულ ნახატებზე რომ ნერვიულობდით, ის რატომ არ გაიხსენეთ, ფიროსმანის ნახატები რომ შეისყიდა და ქვეყანაში დააბრუნა?!
ებრძოლეთ პოლიტიკურად. რას უთვლით ქონებას ერთადერთ მილიარდელს, რომელსაც თავისი ქონების სულ მცირე ნახევარი ქვეყანაში აქვს დახარჯული. იქნება ვეშვილოთ და გვარჩინოს?!
დათვალეთ თქვენი "ბოსების" ქონებები, რომლებიც დიდი ხანია ფორბსის რეიტინგებში უნდა იყვნენ.
კიდევ ერთხელ დახედეთ ფორბსის დღევანდელი მონაცემების ფოტო ასლს - 4,88 მლრდ დოლარი. ხელისუფლებაში რომ მოვიდა, გაცილებით მეტი ჰქონდა. ჰოდა, ნეტა მეტი იშოვოს. ქვეყანაში მეტს დახარჯავს.
ასობით პოლიტიკოსი, ამ 30 წლის მანძილზე, მოვიდნენ ცარიელი ჯიბეებით და ყველას ერთად, ჯამში, ივანიშვილზე რამდენჯერმე მეტი ქონება აქვთ, შაურიანი არ დაუხარჯავთ ქვეყნისთვის.
ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, გიყვარდეთ, არ ზოგავენ. ცალკე ტელევიზიებს ინახავენ მოსახლეობის დასასტრესად და ზიზღის დასათესად.
ებრძოლეთ პოლიტიკაში. ფული გაცილებით მეტი გაქვთ. არჩევნებზე რამდენიმე პარტიამ ერთად, ოცნებაზე გაცილებით მეტი დახარჯეთ. ჭკუით გჯობნით.“ - წერს ამირან სალუქვაძე.