logo_geo
eng_logo
მთავრობა სავაჭრო ობიექტების სამუშაო საათებისა და დღეების შეზღუდვის საკითხზე მსჯელობს
- +

23 ნოემბერი. 2020. 17:49

 

 

„ქარვასლას“ დირექტორი ზურაბ შავლაყაძე, მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო მოსალოდნელ რეგულაციებზე.

 

ზურაბ შავლაყაძის განმარტებით, საუბარია სამუშაო საათებთან და დღეებთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

 

„შეიძლება, შეიზღუდოს სამუშაო საათები, შეიზღუდოს სამუშაო დღეები. მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. როგორც ვიცი, მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს ბაზრობების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა  „ქარვასლას“ დირექტორმა.

 

ამასთან, „ისი-პარის“ გენერალური დირექტორის მაია პაპალაშვილის თქმით, იგეგმება შეზღუდვების გამკაცრება, თუმცა სრული ლოკდაუნი არ გამოცხადდება.

 

„იგეგმება ახალი შეზღუდვები, გამკაცრება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ სრული ლოკდაუნი არ იქნება. ვფიქრობთ, ერთად რაღაც კონსესუსამდე მივალთ და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომ არც ეპიდემიის  ასეთი სისწრაფით გავრცელება იყოს და ბიზნესიც ასე თუ ისე გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. დაკეტვაზე არანაირი გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული. ხვდებიან აბსოლუტურად ყველა სექტორს და უნდათ, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ეპიდემიასაც შეაჩერებს და ბიზნესიც არ დაიჩაგრება.

 

საუბარია როგორც საათობრივ შეზღუდვებზე, ასევე დღეების. განხილვაა ჯერჯერობით. არაფრის გადაწყვეტილება არ არის მიღებული. უბრალოდ აინტერესებდათ, ჩვენ როგორ ვუყურებთ გინდათ, საათობრივ შეზღუდვას, გნებავთ დღეების შეზღუდვას. გადაწყვეტილების მიღების თარიღიც არავის დაუსახელებია“, – განაცხადა „ისი-პარის“ გენერალურმა დირექტორმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner