logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: საწოლები მარტო საქართველოსთვის არაა პრობლემა, საფრანგეთს რომ გაუჭირდა, გერმანიაში გადაჰყავდა პაციენტები
- +

24 ნოემბერი. 2020. 14:28

 

„საწოლების პრობლემა შეექმნათ ძლიერ ქვეყნებსაც, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„საწოლების პრობლემა ჩეხეთს რომ შეექმნა გერმანიაში გადაჰყავდათ ავადმყოფები, საფრანგეთს, ერთ-ერთ საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის ქვეყანას, ასევე ავადმყოფები გერმანიაში გადაჰყავდა და რატომ? გერმანელებმა ჯერ კიდევ იანვარში გააორმაგეს ინტენსიური საწოლების რაოდენობა და ევროპაში სხვასთან შედარებით გერმანელებს 100 ათას მოსახლეზე ყველაზე მეტი ჰქონდათ ინტენსიური საწოლების რაოდენობა, ამიტომაც მიეხმარა გერმანია ევროკავშირის სხვა ქვეყნებს.

 

საუბარია - როგორ გაქვს მენეჯმენტი აწყობილი, რომ საწოლი არ დაიკავოს იმ ადამიანმა, ვისაც თავისი მონიტორინგი და მკურნალობა შეეძლება სახლში, ან კოვიდ-სასტუმროში ანუ საავადმყოფოში წვებოდეს ადამიანი, ვისაც მართლა სჭირდება ინტენსიური დახმარება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner