„საბედნიეროდ, მასიურად რეინფიცირების შემთხვევები არ ფიქსირდება. თუმცა, მსოფლიო ლიტერატურაში აღწერილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი მარტში ინფიცირებული ივლისში ისევ გახდა ავად და ყველაზე რთული ის იყო, რომ მეორე ინფექცია უფრო რთულად წაუვიდა, ვიდრე პირველი“, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დღეში“ განაცხადა.
„კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევით არა მარტო ანტისხეულები, უჯრედული იმუნიტეტის სიმყარეც კი ნახეს, როდესაც პაციენტების დიდი ნაწილი მინიმუმ 6-8 თვე იქნება დაცული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება ვიქნებით დაცული, ამის გარანტია იქნება განმეორებითი ვაქცინაციის ჩატარება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 111 818 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 92 215-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 051 მოქალაქე.