logo_geo
eng_logo
ბიძინა კულუმბეგოვი: საბედნიეროდ, მსოფლიოში კორონავირუსის ხელახლა დაინფიცირების შემთხვევები მასიურად არ ფიქსირდება
- +

24 ნოემბერი. 2020. 15:30

 

 

„საბედნიეროდ, მასიურად რეინფიცირების შემთხვევები არ ფიქსირდება. თუმცა, მსოფლიო ლიტერატურაში აღწერილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი მარტში ინფიცირებული ივლისში ისევ გახდა ავად და ყველაზე რთული ის იყო, რომ მეორე ინფექცია უფრო რთულად წაუვიდა, ვიდრე პირველი“, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დღეში“ განაცხადა.

 

„კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევით არა მარტო ანტისხეულები, უჯრედული იმუნიტეტის სიმყარეც კი ნახეს, როდესაც პაციენტების დიდი ნაწილი მინიმუმ 6-8 თვე იქნება დაცული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება ვიქნებით დაცული, ამის გარანტია იქნება განმეორებითი ვაქცინაციის ჩატარება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 111 818 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 92 215-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 051 მოქალაქე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner