ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საპროტესტო აქციებია. მისივე თქმით, ვირუსის გავრცელებას ასევე ხელი შეუწყო იმანაც, რომ მოსახელობა რეკომედაციებს არ იცავდა.
„რა თქმა უნდა, ფეთქებადი ბიძგი მისცა ქუჩაში ოპოზიციის მიერ მოწყობილმა აურზაურმა. წარმოიდგინეთ, მთელი მსოფლიო ემზადება შესაძლო მეორე ტალღისთვის, დარგის სპეციალისტები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ მთავარი იარაღი გამოვიყენოთ - ფიზიკური დისტანცირება და პირბადე, რომ არ გავრცელდეს ინფექცია და პრაქტიკულად ოპოზიციამ ეს იარაღი აყარა პირველ რიგში საკუთარ მომხრეებს და რისკის ქვეშ დააყენა მათი ჯანმრთელობა და სწორედ ეს ნაწილი გახლდათ დანარჩენი საზოგადოებისთვის საფრთხე“, - განაცხადა ხუნდაძემ „იმედის“ ეთერში.