„არ დაგიმალავთ, მიდის ამაზე მსჯელობა“, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა კითხვას იმის შესახებ, იგეგმება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვების დაწესება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მე ჩემს რეკომენდაციებს ვაჟღერებ საკოორდინაციო საბჭოზე. გიდასტურებთ, რომ არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდ ქალაქებში შეიზღუდოს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.