logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: არჩევნებს ჰყავს „ლუზერები“ - ეს არის „ევროპული საქართველო“, რომელთაც დესტრუქციის მეტი მოტივაცია აქვთ
- +

25 ნოემბერი. 2020. 18:39

 

 

„ამ არჩევნებს ჰყავს მკაფიო ე.წ. „ლუზერები“, ვინც ყველაზე მეტი წააგო ამ არჩევნებში. ეს არის „ევროპული საქართველო“, აქედან გამომდინარე, აშკარად არის გამოკვეთილი, რომ ეს პოლიტიკური პარტია არ სარგებლობს ძლიერი პოზიციებით და მეტი მოტივაცია აქვთ დესტრუქციის თვალსაზრისით“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნის თქმით, სხვა პარტიებთან პოზიციების შეჯერება მოლაპარაკებების მაგიდასთან შესაძლებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის წითელ ხაზს რიგგარეშე არჩევნები წარმოადგენს, სხვა საკითხებზე შეთანხმების მიღწევა კი შესაძლებელია.

 

„ოპოზიციის ერთ ნაწილს აქვს საკმაოდ ხისტი პოზიცია, თუმცა, არის ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელსაც არ აქვს ასეთი ხისტი პოზიცია. როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს ერთადერთი წითელი ხაზი, რაც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება და ამ წითელი ხაზის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება არის მიღწევადი.

 

გამოკვეთილია უკვე სურათი, ამ არჩევნებს ჰყავს მკაფიო ე.წ. „ლუზერები“, ვინც ყველაზე მეტი წააგო ამ არჩევნებში. ეს არის „ევროპული საქართველო“, რომლის მხარდაჭერა ჩამოვიდა 10-ზე მეტი პროცენტიდან 4-ზე ნაკლებ პროცენტამდე. იცით, რომ სულ ხუთი დეპუტატი შედის ამ პარტიის სახელით და მათგან 4, რეალურად ბოლომდე არაა დაკავშირებული ამ პოლიტიკური პარტიის ძირითად გუნდთან. აქედან გამომდინარე, აშკარად არის გამოკვეთილი, რომ ეს პოლიტიკური პარტია არ სარგებლობს ძლიერი პოზიციებით და მეტი მოტივაცია აქვთ დესტრუქციის თვალსაზრისით. რაც შეეხება სხვა პარტიებს, უმეტესობას აქვს ნაკლები მოტივაცია. აქედან გამომდინარე პოზიციები არის შეჯერებადი და მოლაპარაკებებში შესაძლებელია წარმატების მიღწევა“, - განაცხადა კობახიძემ.

 

საპარლამენტო არჩევნების შედეგად „ევროპულმა საქართველომ“ 5 მანდატი მოიპოვა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner