ავტორი თეა ფირცხალავა
უნიჭიერესმა შალვა რამიშვილმა გენიალური შედარება მოიყვანა წუხანდელ „სამნი & Co.“-ში... სანამ გავაგრძელებდე გეტყვით, რომ ეს გადაცემა ძალიან მომწონს, არაჩვეულებრივ თანაწამყვანებთან - ბაჩო ოდიშარიასა და გური სულთანიშვილთან ერთად... ამ უკანასკნელს ისეთი თითები აქვს, თვალს ვერ ვწყვეტ ხოლმე... ეს ისე, ლირიული გადახვევის მაგიერ.
ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ წუხელ, შესანიშნავმა სამეულმა, შალვა რამიშვილის პროფესიონალური ჩაწოდებით, შეიძლება ითქვას და, მიწასთან გაასწორა ეს ჩვენის წიგნიერად უწიგნური, ან მასავით მოლაყბე ლევან ბერძენიშვილი, როდესაც იგი პატარა ცახესს შეადარა... არაჩვეულებრივი მიგნებაა, ჩემმა მზემ!!!
ვისაც არ გსმენიათ, მოკლედ გეტყვით, რომ „პატარა ცახესი ცინობერად წოდებული“ არის უდიდესი გერმანელი მწერლის, მეზღაპრის, მხატვრისა და კომპოზიტორის ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის ცნობილი ნოველა, რომელიც გერმანულიდან ქართულად თარგმნა ოთარ ხუციშვილმა და შეგიძლიათ გაეცნოთ.
პატარა ცახესი არის სულიერად და ფიზიკურად მახინჯი არსება, რომელიც „დაჯილდოვებულია“ ერთგვარი ნიჭით, რომ მიითვისოს მის გვერდით მყოფთა ღირსებები, დამსახურება, წარმატებები და დიდება და იმგვარად მიაღწიოს სასურველ შედეგებს, თუნდაც ცინობერის საგარეო საქმეთა მინისტრობას, ლევანის შემთხვევაში კი - პარლამენტარობას, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორობას და თვით მიშა სააკაშვილის წყალობას...
მიუხედავად ამისა, ლევანი მაინც არ მემეტება იმ ბედისთვის, რომელიც ცახესს ხვდა წილად... იგი, ტანით მომცრო და დიადი ამბიციებით გაბერილი, საკუთარ, ფეკალიებით სავსე ღამის ქოთანში ჩაიხრჩო, თანაც უბრალო ემალის ქოთანში კი არა, ვერცხლისაში, მაააააააააშ...
ჰოდა... ერზე მაღლა მდგომო ლევან, მეტი სიამაყით აღმართეთ ხუთი თითი და მიშას ებარებოდეთ! რასაც მაგით მიაღწევთ, დაუფარავად მოუყევით თქვენს სტუდენტებს, რომლებსაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენდამი, ანუ ერის "ავადმყოფი" ნაწილისადმი სიძულვილის გრძნობით კვებავთ!!!